დონეცკელებმა მეტოქე ბოლო მეოთხედში გატეხეს, მანამდე კი ჩერკასელები ხან დაწინაურდებოდნენ, ხანაც 1-2 ქულით მასპინძები ლიდერობდნენ.
ბოლო პერიოდის წინ "დონეცკი" მხოლოდ 3 ქულას იგებდა, მაგრამ საქმე ისე მიიყვანა გამარჯვებამდე, საკუთარი გულშემატკივრები არ აუფორიაქებია.
ქართელმა უკანახაზელმა გუნდში პოზიციები დათმო. ცინცაძეს ხუთეულში არ ათამაშებენ და მოედანზეც მცირე ხნით გადის. "მავპისთან" გიორგიმ 11 წუთი ითამაშა და 3 ქულას, 2 პასს და თითო მოხსნა-ჩაჭრას დასჯერდა, ბურთი
5-დან 5 გამარჯვებით "დონეცკი" უკრაინის სუპერლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩი ცინცაძის გუნდს 20 ნოემბერს, სტუმრად "გოვერლასთან" ელის.
წყარო: gbf.ge