თორნიკე შენგელია "ბრუკლინში" მეორედ ათამაშეს

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინ ნეთსის" მაისურით NBA-ს მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა.

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იმდენი სათამაშო დრო ერგო, მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო - მწვრთნელი ჯეისონ კიდი 43 წამით ენდო.

ამ შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდნენ კევინ გარნეტი და პოლ პირსი, მაგრამ ვერც მათი მონდომება გასწვდა "ბრუკლინის" გამარჯვებას. "ნეთსმა" "პორტლენდთან" 98:108 წააგო.

ბრუკლინელებს სადღეისოდ 10-დან 3 მატჩი აქვთ მოგებული და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-13 ადგილზე არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მისცეს წინაზე მთელი 8 წუთი და ერთი ბურთი ვერ ჩააგდო ეგეთ რაღაცეებს NBA-ში არ პატიობენ!
goran dragic
14:57 20-11-2013
0
რა უნდათ ამ ბიჭისგან ვერ გავიგე. მისცენ თამაშის საშუალება და თუ გათამამდა ძალიან ბევრ ამერიკელს პირდაღებულს დატოვებს. თოკო, გული არ გაიტეხო
სტუმარი
13:41 20-11-2013
0

სიახლეები პოპულარული