გიორგი ცინცაძის "დონეცკი" უკრაინის ჩემპიონატში უდანაკარგოა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკი" უკრაინის ჩემპიონატში უდანაკარგოა. დონეცკელებმა წარმატებული სვლა "გოვერლასთან" შეხვედრის შემდეგაც განაგრძეს, სტუმრად 69:63 გაიმარჯვეს.

ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა: 39-ე წუთისთვის სხვაობა მინიმალური იყო (სტუმრები 62:61-ს იგებდნენ), როცა ვიქტორ კინგმა სამქულიანი სტყორცნა და ტაბლოზე "დონეცკის" სასარგებლოდ 65:61 დააფიქსირა.

ერთ წუთში ოთხქულიანი სხვაობის აღმოფხვრის მაგალითი არაერთია, მაგრამ თუ დაწინაურებული გუნდი გონივრულად მოიქცევა, სხვაობის გაბათილების შანსიც მცირდება. "დონეცკის" კალათბურთელები სწორედ ასე მოიქცნენ და სეზონში მეექვსე მატჩი მოიგეს.

მეოთხე პერიოდში, როცა თამაში ქულა ქულაში მიმდინარეობდა, გიორგი ცინცაძემ ახლო დისტანციიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო.
მისი სრული მონაგარი ასეთი იყო: 18 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი. გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა.

"გოვერლას" დიდი თავსატეხი გაუჩინა "დონეცკის" წინახაზელმა მარკო კილინგსვორტმა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა: 16 ქულა, 14 მოხსნა.

ცინცაძის თანაგუნდელებს უახლოესი შეხვედრა ისევ უკრაინის ჩემპიონატში, პარასკევს, 22 ნოემბერს ელით - ლვოვის "გალიჩინას" დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული