ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა: 39-ე წუთისთვის სხვაობა მინიმალური იყო (სტუმრები 62:61-ს იგებდნენ), როცა ვიქტორ კინგმა სამქულიანი სტყორცნა და ტაბლოზე "დონეცკის" სასარგებლოდ 65:61 დააფიქსირა.
ერთ წუთში ოთხქულიანი სხვაობის აღმოფხვრის მაგალითი არაერთია, მაგრამ თუ დაწინაურებული გუნდი გონივრულად მოიქცევა, სხვაობის გაბათილების შანსიც მცირდება. "დონეცკის" კალათბურთელები სწორედ ასე მოიქცნენ და სეზონში მეექვსე მატჩი მოიგეს.
მეოთხე პერიოდში, როცა თამაში ქულა ქულაში მიმდინარეობდა, გიორგი ცინცაძემ ახლო დისტანციიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო.
"გოვერლას" დიდი თავსატეხი გაუჩინა "დონეცკის" წინახაზელმა მარკო კილინგსვორტმა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა: 16 ქულა, 14 მოხსნა.
ცინცაძის თანაგუნდელებს უახლოესი შეხვედრა ისევ უკრაინის ჩემპიონატში, პარასკევს, 22 ნოემბერს ელით - ლვოვის "გალიჩინას" დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"