გიორგი ცინცაძის "დონეცკი" "ბუდიველნიკთან" დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონი კიევის "ბუდიველნიკთან" ერთად გახდა, წლეულს კი "დონეცკის" ღირსებას იცავს.

25 ნოემბერს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ამ შეხვედრამდე "დონეცკს" უკრაინის პირველობაზე შვიდივე მატჩი მოგებული ჰქონდა, თუმცა მოქმედ ჩემპიონთან სტუმრად ვერას გახდა და პირველი მარცხიც იწვნია - 55:82.

გიორგი ცინცაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა 10 წუთი ითამაშა და მხოლოდ 1 ქულასა და 2 შედეგიან გადაცემას გამორჩა. მის თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი ბენ მაქკოლიმ ჩააგდო - 16 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული