გიორგი ცინცაძეს შედეგიანი გარჯა ყაზანში არ დაუფასდა

AutoSharing Option
უკრაინული "დონეცკის" ქართველი უკანახაზელი, გიორგი ცინცაძე რუსული "უნიკსის" წინააღმდეგ "ვითიბი" ლიგის მატჩში თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველი ლეგიონერის კარგი თამაშის მიუხედავად, დონეცკელები დამარცხდნენ - 69:85.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 30:04 წუთი გაატარა. ცინცაძის მონაგარი 11 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა. ქართველმა კალათბურთელმა თავის გუნდში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი - 18
დააგროვა.

5 მოგების მქონე დონეცკელთათვის ეს მე-4 მარცხი აღმოჩნდა და ამ შედეგით ისინი A ჯგუფში მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი სანკტ-პეტერბურგში, ადგილობრივ "სპარტაკთან", 5 იანვარს გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული