"მილუოკი" ზაზა ფაჩულიას "ჰიუსტონში" უშვებს?

AutoSharing Option
სხვადასხვა ამერიკული წყაროს ცნობით, "მილუოკი ბაქსს" და "ჰიუსტონ როკიტსს" შორის გაცვლა მზადდება, რომელიც შესაძლოა, ზაზა ფაჩულიას შეეხოს.

ESPN-ის კორესპონდენტის, მარკ სტეინის თქმით, ორივე კლუბი ცდილობს, შემადგენლობებში "ხვრელები" ამოავსოს და ტრეიდს ამზადებს.

სავარაუდო ტრეიდის მიხედვით, "ჰიუსტონი" თურქ ცენტრ ომერ აშიქს "მილუოკიში" უშვებს, უკან კი ან მძიმე ფორვარდს, ასევე თურქ ირსან ილიასოვას მიიღებს, ან ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას.

მას მერე, რაც "ჰიუსტონში" დუაიტ ჰოვარდი გადავიდა, აშიქს სათამაშო დრო იმდენად შეუმცირდა, რომ ტრეიდი ოფიციალურად მოითხოვა. სტეინის თქმით კი, "მილუოკის" ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს აშიქი.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის მიღებამდე ზაზა ფაჩულია თამაშში საშუალოდ 6,9 ქულას და 6,5 მოხსნას აგროვებდა.

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული