ნიკა მეტრეველი იტალიის მესამე ლიგის გუნდში ითამაშებს

AutoSharing Option
ქართულ ლეგიონს ახალი მოთამაშე შეემატა. ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი, რომელიც წლებია, საზღვარგარეთ თამაშობდა, კარიერას იტალიაში, რანგით მესამე ლიგის "როზეტო შარქსში" გააგრძელებს.

მეტრეველმა მიმდინარე სეზონი "სოხუმში" დაიწყო და ჩატარებულ 7 მატჩში საშუალოდ 13.3 ქულას, 8.6 მოხსნას და 1.4 პასს აგროვებდა. ნიკას იტალიურ კლუბში გადასვლის შანსი გამოუჩნდა და "სოხუმს" დაემშვიდობა. მეტრეველი უკვე ჩავიდა იტალიაში, სადაც კლუბის მაისურა მოარგეს და კომენტარებიც გააკეთა:

"ვიცოდი, რომ როზეტოში სერიოზული მიზნები ჰქონდათ და კლუბს გულშემატკივარიც ძალიან ერთგული ჰყავს. ვეცდები, წარმატებაში საკუთარი წვლილი მეც შევიტანო, მით უმეტეს,
რომ თამაში რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია.

შემადგენლობიდან ლუკა ბისკონტის და ანტონელო რიჩის ვიცნობ. ამ უკანასკნელთან ერთად ნეაპოლში ვთამაშობდი, თუმცა მცირე ხანს, რადგანაც იგი მალევე რეჯიო კალაბრიაში წავიდა.

თუ ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, "როზეტოს" მაისურს უკვე კვირას, 22 დეკემბერს მოვირგებ, როდესაც "ბაუერ მატერას" ვეთამაშებით. თუმცა ჯერ კიდევ გარკვეული ფორმალობებია მოსაგვარებელი”.


ოფიციალურად მეტრეველის დივიზიონს ჰქვია ლეგადუე, რომელიც წლეულს 3 ქვე-ლიგად დაიყო - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს.

ესაა ესპანური მოდელი, სადაც უმაღლესის მომდევნო ლიგა 3 დივიზიონადაა გაყოფილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეტრეველის გუნდს ამავე სეზონის დასრულებისას აქვს უმაღლეს ლიგაში გადასვლის შანსი, რისთვისაც ჯერ თავის (ვერცხლის) ჯგუფში უნდა იმარჯვოს, შემდეგ კი, ფინალურ ეტაპზე მოიპოვოს სერია A-ს საგზური.

როზეტოელ "ზვიგენებს" მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6-6 მოგება-წაგება აქვთ და 16-გუნდიან ვერცხლის ლიგაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან. მეტრეველი ახალ გუნდში 28 ნომერი იქნება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული