გიორგი ცინცაძის 11 ქულა და გამარჯვება "ოდესასთან"

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკი" უკრაინის სუპერლიგაში წარმატებულ სვლას აგრძელებს. მეშახტეთა ქალაქის გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მე-10 გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა გაიმყარა. დონეცკელთა მორიგი მსხვერპლი "ოდესა" აღმოჩნდა, რომელიც ცინცაძის გუნდმა 95:74 დაამარცხა.

ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, მოედანზე მთლიანობაში 22.23 წუთი გაატარა და საკმაოდ შედეგიანი იყო. ცინცაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 11 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, გიორგიმ 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

დონეცკელთაგან 10-ქულიან ზღვარს 6-მა კალათბურთელმა უწია,
რომელთაგან უმეტესი - 14 ქულა, ბერნარ კინგმა და მარკო კილინგსვორტმა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ დონეცკელები, რომლებიც საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ, პირველი ტაიმის შემდეგ 39:41აგებდნენ, მაგრამ მეორე და მესამე მეოთხედში იმდენად დამაჯერებლად გაისარჯნენ, რომ მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეს.

მომდევნო ტურში. 22 დეკემბერს, ცინცაძის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის: მეორე ადგილზე მყოფ და მხოლოდ 1 მარცხის მგონე "ხიმიკს" ხვდება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული