გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" წელი ლიდერობის დაკარგვით დაასრულა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" უკრაინული სუპერლიგის ლიდერობა 2013 წლის ბოლო მატჩში დაკარგა. დონეცკელებმა მათსავით 1 წაგების მქონე "ხიმიკს" უმასპინძლეს და 86:95 დამარცხდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ "დონეცკი" შინ თამაშობდა, მატჩი უიმედოდ წააგო. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 20 ქულით ჩამორჩებოდნენ და მეტოქე ისეთი სუსტი არ იყო, ამხელა უპირატესობა დარჩენილ დროში რომ გაენიავებინა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 21:57 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.

გიორგიმ 6-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი
მიიღო.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული