ქართველების ღირსეული ბრძოლა და სანაქებო გარჯა ბოლომდე არ დაფასდა - "სარაგოსამ" საკუთარ მოედანზე სამეფო კლუბთან დაძაბულ ბრძლაში - 68:75 წააგო.
წელის ტრავმის გამო შერმადინი "სარაგოსას" წინა 2 მატჩში ვერ დაეხმარა, თუმცა ამ ტურში მოედანს დაუბრუნდა და ორმაგი დუბლით საკუთარ გუნდში საუკეთსო შედეგი დააფიქსირა.
სანიკიძესთან ერთად შერმადინი მთავარი მოქმედი ფიგურა იყო ესპანურ გრანთან ბრძოლაში.
პირველი და მეორე მეოთხედების თითო ქულით
გადამწყვეტ მეოთხედში მადრიდელებმა, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიო კლასის კალათბურთელები - რუდი ფერნანდესი, სერხიო როდრიგესი, ფელიპე რეიესი, ნიკოლა მიროტიჩი, სერხიო ლული, ჯეისი კეროლი და სხვები თამაშობენ, მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.
21 ქულით მადრიდელებს ფერნანდესმა ულიდერა, რეიესმა 12 ჩააგდო, ხოლო კეროლმა - 11.
სარაგოსელთაგან საუკეთესო გიორგი შერმადინი გახდა, რომელიც მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ქართველმა ცენტრმა 13-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასთან ერთად შერმადინმა 11 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. ყველაფერ ამის მოსაგროვებლად შერმადინმა 26 წუთი და 6 წამი იკმარა.
ოდნავ მეტი, 26:39 წუთი ითამაშა სანიკიძემ, რომელმაც 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. 12 ქულასთან ერთად ვიქტორმა 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
სარაგოსელთაგან გამორჩეული იყო ხორვატი დამიან რუდეჟი, რომელმაც 17 ქულა დააგროვა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით ორივე ქართველს ჩამორჩა.
ამავე ტურში მარცხი იწვნია ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა". სევილიელებმა ტენერიფეში - "იბეროსტართან" 59:75 წააგეს. ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 6 მოგებითა და 8 მარცხით "კახასოლი" მე-12 ადგილზეა. "სარაგოსას" 7-7 მოგებ-წაგება აქვს და მე-8 ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას "კახასოლი" 11 იანვარს, შინ "მონბუსთან" გამართავს, ხოლო "სარაგოსა" 12-ში "ესტუდიანტესს" ესტუმრება.
წყარო: gbf.ge