დუდა სანაძე იუტაში დამარცხდა, ოთარ ფხაკაძემ ოჰაიოში იმარჯვა

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარუმატებელი სერია გაუგრძელდა დუდა სანაძის "სან დიეგო ტორეროსს". კალიფორნიულმა გუნდმა კონფერენციის მესამე მატჩი იუტას შტატში, "ბრიგჰემ იანგის" უნივერსიტეტთან გამართა და უიმედო მარცხი განიცადა - 53:87.

სანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 23 წუთში კი 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. სანდიეგოელთაგან თამაში ყველამ ჩააგდო. 10 ქულით ბომბარდირი კრის სარბა გახდა.

3-დან 3 წაგებით "სან დიეგო" "ვესთ ქოუსთის" კონფერენციაში ბოლო 2 ადგილს "პასიფიკთან" იყოფს. მომდევნო მატჩს "ტორეროსი" 9 იანვარს, საკუთარ მოედანზე
"ლოიოლა მერიმაუნთთან" გამართავს, რომელთანაც 1 კვირის წინ 3 ქულით - 62:65 დამარცხდა.

სტუდენტური ლიგის რანგით მეორე დივიზიონში მორიგი მატჩიგამართა ოთარ ფხაკაძის "ფეირმონტ ფალკონსმა", რომელმაც 4 იანვარს ოჰაიოში, "ურბანასთნ" 70:51 მოიგო. ფხაკაძე სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 13 წუთში კი 3 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

კონფერენციაში "ფეირმონტს" 3 მოგება და 2 მარცხი გააჩნია, შემდეგ შეხვედრას კი კვლავ ოჰაიოს შტატში, "ნოტრე დამის" კოლეჯთან გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული