როგორც ჩანს, პეტერბურგელებზე ცუდად იმოქმედა მცირე არდადეგებმა - "სპარტაკის" კალათბურთელები "დონეცკის" წინააღმდეგ ისე თამაშობდნენ, თითქოს ნაბახუსევზე ყოფილიყვნენ.
პეტერბურგელებმა პირველივე მეოთხედში დათმეს ინიციატივა და საბოლოოდ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე 65:91 შერცხვნენ.
სასტარტო ხუთეულში ითამაშა "დონეცკის" ქართველმა პლეიმეიქერმა გიორგი ცინცაძემ, რომელიც ძირითადად თამაშის ორგანიზებით იყო დაკავებული და სატყორცნად იშვიათად იცლიდა. მისი ჯამური მონაგარი ასეთი გამოდგა: 20 წუთი, 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. გიორგიმ 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა.
დონეცკელებმა სწორედ პერიმეტრზე დაჩაგრეს მასპინძლები,
ვითიბი ლიგის B ჯგუფში ცინცაძის გუნდი (6 მოგება, 4 წაგება) მეოთხე ადგილზეა. მხოლოდ 2 გამარჯვებით ჩამორჩება პირველადგილოსან "უნიქსს".
12 იანვარს უკრაინელები ჩეხეთს ეწვევიან და "ნიმბურკთან" ითამაშებენ. მანამდე, 9 იანვარს უკრაინის ჩემპიონატში "კრივბასს" დაუხვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"