გიორგი ცინცაძემ "სპარტაკი" პეტერბურგში შეარცხვინა

AutoSharing Option
ვითიბი ლიგა საახალწლო შესვენების შემდეგ 5 იანვარს განახლდა.

როგორც ჩანს, პეტერბურგელებზე ცუდად იმოქმედა მცირე არდადეგებმა - "სპარტაკის" კალათბურთელები "დონეცკის" წინააღმდეგ ისე თამაშობდნენ, თითქოს ნაბახუსევზე ყოფილიყვნენ.

პეტერბურგელებმა პირველივე მეოთხედში დათმეს ინიციატივა და საბოლოოდ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე 65:91 შერცხვნენ.

სასტარტო ხუთეულში ითამაშა "დონეცკის" ქართველმა პლეიმეიქერმა გიორგი ცინცაძემ, რომელიც ძირითადად თამაშის ორგანიზებით იყო დაკავებული და სატყორცნად იშვიათად იცლიდა. მისი ჯამური მონაგარი ასეთი გამოდგა: 20 წუთი, 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. გიორგიმ 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა.

დონეცკელებმა სწორედ პერიმეტრზე დაჩაგრეს მასპინძლები,
რაც მათი წარმატების საწინდარი გახდა - "სპარტაკის" კალათში 13 სამქულიანი მოათავსეს. 5-დან 4 შორეული ტყორცნა გამოიყენა ბერნარდ კინგმა, რომელიც საბოლოოდ "დონეცკის" სნაიპერი გახდა - 22 ქულა (10 პასი).

ვითიბი ლიგის B ჯგუფში ცინცაძის გუნდი (6 მოგება, 4 წაგება) მეოთხე ადგილზეა. მხოლოდ 2 გამარჯვებით ჩამორჩება პირველადგილოსან "უნიქსს".

12 იანვარს უკრაინელები ჩეხეთს ეწვევიან და "ნიმბურკთან" ითამაშებენ. მანამდე, 9 იანვარს უკრაინის ჩემპიონატში "კრივბასს" დაუხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული