გიორგი ცინცაძემ "დონეცკის" გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე წლების განმავლობაში ესტონურ "ტარტუ როკში" თამაშობდა, რომლის ყველაზე პრინციპული მეტოქე "კალევი" იყო.

ტალინურ გუნდს გიორგი 19 იანვარს, ვითიბი ლიგაზე დაუპირისპირდა, ოღონდ ამჯერად უკრაინის "დონეცკის" მაისურით.

დონეცკელებმა დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით აჯობეს ტალინელებს - 79:76. გამარჯვებაში თავისი წვლილი მიუძღვის ცინცაძეს, რომელმაც მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 25 წუთში 11 ქულა და თითო პასი-მოხსნა მოაგროვა.

გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ცინცაძეს მოუწია "არმიასა" და "დონეცკის" ყოფილი გამთამაშებლის, კურტის მილიჯის წინააღმდეგ თამაში, რომელმაც მატჩი 12 ქულით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული