ტალინურ გუნდს გიორგი 19 იანვარს, ვითიბი ლიგაზე დაუპირისპირდა, ოღონდ ამჯერად უკრაინის "დონეცკის" მაისურით.
დონეცკელებმა დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით აჯობეს ტალინელებს - 79:76. გამარჯვებაში თავისი წვლილი მიუძღვის ცინცაძეს, რომელმაც მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 25 წუთში 11 ქულა და თითო პასი-მოხსნა მოაგროვა.
გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
ცინცაძეს მოუწია "არმიასა" და "დონეცკის" ყოფილი გამთამაშებლის, კურტის მილიჯის წინააღმდეგ თამაში, რომელმაც მატჩი 12 ქულით დაასრულა.