როდის ექნება დებიუტი თორნიკე შენგელიას "ჩიკაგო ბულსში"?

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ჩარიცხვის შემდეგ "ჩიკაგო ბულსმა" მესამე მატჩი ჩაატარა. სამივე შემთხვევაში ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.

ცხადია, ყველას გვინდა, რაც შეიძლება მალე ვიხილოთ თოკოს დებიუტი "ბულსში", მაგრამ მას ახალ გუნდთან შესაწყობად დრო სჭირდება. მწვრთნელმა, ტომ ტიბოდომ შენგელიას ჩიკაგოში ჩასვლისთანავე უთხრა - თამაში მოგიწევს, თუმცა სისტემასთან მოსარგებად ვარჯიშები დაგჭირდებაო.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მწვრთნელის გადაწყვეტილებას და თორნიკეს მოედანზე გამოჩენას.

მანამდე გეტყვით, რომ "ჩიკაგომ" ბოლო მატჩში "მინესოტასთან" 86:95 დათმო და მოგება-წაგებათა გრაფაში ოთხი ორიანი ჩაიწერა - 22/22. ჩიკაგოელები უახლოეს მატჩს
29 იანვარს, "სან ანტონიოს" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები თოკოოოს
0

სიახლეები პოპულარული