11 თებერვალს, გამთენიისას, დასრულდა NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" და "ბოსტონ სელტიკსი" დაუპირისპირდნენ.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი დაჰყო.
ამ დროის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
თუმცა ქართველი კალათბურთელის გუნდმა (102:86) შეხვედრა დათმო და აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალურ ზონაში ბოლო ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსს" ყველაზე ცუდი შედეგი აქვს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ გათამაშებაში - 9 მოგება, 42 წაგება.
კახა თორია
11:54 11-02-2014
ზაზა ფაჩულიას "ბოსტონ სელტიკსთან" ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული