გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" ოდესაში მოიგო და გალიდერდა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" უკრაინის ჩემპიონატის მორიგი მატჩი ოდესაში მოიგო და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იუჟნის "ხიმიკსაც" დონეცკელთა მსგავსად ორი მარცხი აქვს და დაკარგული ქულებით მას არ ჩამორჩება.

რაც შეეხება ოდესურ შეხვედრას, ის დონეცკელებმა ბრძოლაში მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ ცინცაძის გუნდი 5 ქულით აგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფხა გამოიჩინა, პერიოდი 34:22 მოიგო და გაიმარჯჯვა - 87:80.

ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 18,11 წუთი გაატარა. ცინცაძემ 2 სამქულიანი და 1 ორიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმო სროლიდან
1 ჩააგდო და შეხვედრა 1 ქულით დაასრულა.

ცინცაძეს მთლიანობაში 1 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დაუგროვდა. დონეცკელებს ამერიკელმა ბერნარდ კინგმა 25 ქულით ულიდერა.

"დონეცკი" მომდევნო მატჩს 16 თბერვალს, უშუალო კონკურენტ "ხიმიკთან" გამართავს და ამ შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება ჩმპიონატის ერთპიროვნული ლიდერი.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული