გიორგი ცინცაძის "დონეცკი" "ხიმიკთან" დამარცხდა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატში ლიდერთა მატჩი გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ გიორგი ცინცაძის "დონეცკი" და "ხიმიკი" წარდგნენ. ამ შეხვედრამდე დონეცკელებს ერთი მოგებით მეტი ჰქონდათ და წარმატების შემთხვევაში კარგ ფორასაც მიიღებდნენ, მაგრამ...

მეორე პერიოდის ბოლოს მასპინძელი ქიმიკოსები 54:35-ით დაწინაურდნენ. ეს უპირატესობა კი ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ და 97:76 გაიმარჯვეს.

გიორგი ცინცაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო.

სადღეისოდ დონეცკელებს 18-დან 15 მატჩი აქვთ მოგებული და მეორე
ადგილზე არიან. "ხიმიკი" კი 15 გამარჯვებითა და 2 მარცხით პირველია. ცინცაძის გუნდი უკრაინის ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას 19 თებერვალს ჩაატარებს - "კიევს" მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული