ესპანელი ჟურნალისტი: გიორგი შერმადინის წაყვანა მადრიდის "რეალს" სურს

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი "ოლიმპიაკოსს" სურსო - მოგახსენეთ თებერვლის დასაწყისში. ახალი ინფორმაციით, ბერძნები მოლაპარაკებას აწარმოებენ 216 სმ სიმაღლის ცენტრის ამჟამინდელ გუნდ "სარაგოსასთან". რით დასრულდება ეს ყველაფერი, დღეს ძნელი სათქმელია.

ამასობაში ესპანელმა ჟურნალისტმა დანიელ ორტეგამ დაწერა: "გიორგი შერმადინის წაყვანა სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალს" უნდა." ეს არც არის გასაკვირი, რადგან შერმადინმა რეალელთა წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა, ერთხელ 17 ქულა ჩააგდო, მეორედ - 19.

ინფორმაციის გადამოწმება თავად კალათბურთელთან ვცადეთ:

- მადრიდის "რეალის" შესახებ მეც ახლა გავიგე, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება "სარაგოსადან"
"ოლიმპიაკოსში" გადასვლას, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ "სარაგოსაშიც" კარგად ვგრძნობ თავს. აქაური ქომაგი მე, ვიქტორ სანიკიძეს და გუნდის ყველა წევრს დიდ პატივს გვცემს,
- გვითხრა გიორგი შერმადინმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული