გიორგი ცინცაძე: "დონეცკიდან" წასვლას ვაპირებ

AutoSharing Option
უკრაინული "დონეცკის" ბოლო ორ მატჩში განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია საქართველოს ნაკრების პლეიმეიქერს გიორგი ცინცაძეს.

უკრაინულ ვებ-გვერდებზე ამის მიზეზი ვერსად ამოვიკითხეთ, არადა, ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ ამა თუ იმ შეხვედრის მიმოხილვაში ყოველთვის იწერება.

გადავწყვიტეთ, გიორგისთან უკრაინაში დაგვერეკა და სიტუაციაში უკეთ გავრკვეულიყავით.

- ტრავმა არ მაქვს, უთამაშებლობის მიზეზი ის არის, რომ "დონეცკიდან" წასვლას ვაპირებ და მწვრთნელი აღარ მათამაშებს,
- გვითხრა გიორგიმ.

ჩნდება შეკითხვა, რატომ სურს ცინცაძეს გუნდის დატოვება? უმთავრესი მიზეზი მწვრთნელისა და მისი შეხედულებების შეუთავსებლობაა. საინტერესოა ისიც, სად აპირებს ცინცაძე კარიერის გაგრძელებას.

- ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება არ მაქვს, შესაბამისად, არც ისაა გადაწყვეტილი, სად ვითამაშებ. თუ ტრანსფერი განხორციელდა, ხომ კარგი, თუ არა - ისევ "დონეცკში" დავრჩები,
- ესეც კალათბურთელის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული