უკრაინულ ვებ-გვერდებზე ამის მიზეზი ვერსად ამოვიკითხეთ, არადა, ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ ამა თუ იმ შეხვედრის მიმოხილვაში ყოველთვის იწერება.
გადავწყვიტეთ, გიორგისთან უკრაინაში დაგვერეკა და სიტუაციაში უკეთ გავრკვეულიყავით.
- ტრავმა არ მაქვს, უთამაშებლობის მიზეზი ის არის, რომ "დონეცკიდან" წასვლას ვაპირებ და მწვრთნელი აღარ მათამაშებს, - გვითხრა გიორგიმ.
ჩნდება შეკითხვა, რატომ სურს ცინცაძეს გუნდის დატოვება? უმთავრესი მიზეზი მწვრთნელისა და მისი შეხედულებების შეუთავსებლობაა. საინტერესოა ისიც, სად აპირებს ცინცაძე კარიერის გაგრძელებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"