დუდა სანაძემ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
დუდა სანაძემ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა ამიიღო. ამერიკის სტუდენტური ლიგის "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის ბოლო მატჩში ქართველი ლეგიონერის "სან დიეგო" ერთ-ერთ ლიდერ "ბრიგჰემ იანგს" მასპინძლობდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, დამარცხდებოდა თუ მოიგებდა, რეგულარულს მაინც მე-6 ადგილზე ასრულებდა.

შეხვედრა "ბრიგჰემ იანგმა" 78:70 მოიგო, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე გატარებული 10 წუთის შემდეგ ტრავმა მიიღო.

სანაძეს მეტოქემ ფეხზე ცუდად დააბიჯა, რის გამოც მას ქუსლი ეტკინა და მოედანი დატოვა.

საბედნიეროდ, სანაძეს ძვალი არ დაზიანებია და ის მოედანს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაუბრუნდება. იმ 10 წუთში,
რაც სანაძემ მოედანზე გაატარა, 6 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა.

"სან დიეგოს" მომდევნო მატჩი უკვე პლეი ოფში მოუწევს, სადაც კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი გავიდა.

მეექვსეადგილოსანი "სან დიეგო" მე-3-ზე გასულ "სან ფრანცისკოს" შეხვდება. პლეი ოფის რაუნდი ერთმატჩიანია. თამაშები ლას ვეგასში გაიმართება და გამარჯვებული სტუდენტური ლიგის (NCAA) ფინალურ ტურნირში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

ფინალურ ეტაპში სტუდენტური ლიგის საუკეთესო 64 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 16-16 თითოეული რეგიონიდან - დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და შუადასავლეთიდან.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინაა ეს სანაძე? ასე რომ ადიდებთ ყოველ დღე.შაკი ო ნილია თუ საქართველოს ნაკრების ამოსული ვარსკვლავი,თუ რედაქტორის ნათესავი ნბა ვერ ხედავს ამერიკაში მოთამაშეს ამ დიად კალათბურთელს და თქვენ ავანსად რაღას იფხრიწებით ია სწორედ იმიტომ გვყავ ავარსკვლავებული უქნარა *** სფორტში
me var avi musaifi
08:28 04-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული