ქართველები ვითიბი ლიგაზე: მოგება-წაგება უჩვენოდ

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "უნიქსმა" ვითიბი ლიგაზე პირველი მარცხი განიცადა. ყაზანელებმა შინ ვერაფერი გააწყვეს "ნიჟნი ნოვგოროდთან" - 78:89.

ვერ ვიტყვით, ვიქტორს რომ ეთამაშა, "უნიქსი" მოიგებდაო, მაგრამ ფარქვეშ მისი გუნდი უკეთესად რომ ითამაშებდა, ფაქტია. მასპინძლებმა ბურთი მხოლოდ 28-ჯერ მოხსნეს, მაშინ, როდესაც "ნოვგოროდმა" 35 მოხსნა მიითვალა.

თუ დაგაინტერესებთ, იმასაც მოგახსენებთ, რომ "ნიჟნი ნოვგოროდს" ლატვიელი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი ხელმძღვანელობს, რომელიც სამიოდე წლის წინათ "სოხუმს" წვრთნიდა.

* * *

მოსკოვის ცსკა მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე გაუსწორდა "კრილია სოვეტოვს" - 92:51.

მოსკოველებს უახლოესი შეხვედრა ევროლიგაზე ელით, 14 ნოემბერს
ფრანგულ "ლიმოჟს" ეწვევიან. ევროლიგაზე, ოღონდ 13 ნოემბერს, სანიკიძის "უნიქსი" ისევ "ნიჟნი ნოვგოროდს" უმასპინძლებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვითიბი ლიგის გუშინდელი მატჩისგან განსხვავებით, ევროლიგის ამ შეხვედრაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული