ვიქტორ სანიკიძის კარგმა თამაშმა "უნიქსი" მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "უნიქსმა" ვითიბი ლიგის გასვლითი მატჩი სამარაში, "კრასნიე კრილიასთან" 52:59 წააგო.

ქართველმა ფორვარდმა საკმაოდ კარგად ითამაშა, თუმცა ყაზანელებს გასამარჯვებლად ერთიანობა დააკლდათ და მორიგი მარცხი განიცადეს.

სანიკიძემ მოედანზე მთლიანობაში 25:04 წუთი გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. ვიქტორმა საბოლოო ჯამში 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. იგი საერთო სარგებლიანობით თავის გუნდში მხოლოდ კიტ ლენგფორდს და კერტის ჯერელსს ჩამორჩა.

"უნიქსს" ვითიბი ლიგაში 4 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და
მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ყაზანელებს ევროლიგაში 20 ნოემბერს, თურქულ "ეფესთან" ელით, ხოლო 23-ში ვითიბი ლიგაზე რიგის ვეფ-ს უმასპინძლებენ.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული