ვიქტორ სანიკიძე მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სთან თამაშს შეძლებს

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძეს სეზონის დაწყების შემდეგ არაერთი მატჩის გამოტოვება მოუწია სავიზო პრობლემების გამო.

2 დეკემბერს ისიც დაიწერა, რომ ვიქტორს კიდევ ერთხელ დასჭირდებოდა საქართველოში გამომგზავრება რუსეთის დროებითი ვიზის ასაღებად.

თავად კალათბურთელმაც თქვა, რომ "უნიქსს" ევროლიგის მატჩისთვის იტალიაში მიჰყვება, თუმცა "დინამო სასარისთან" დაპირისპირების შემდეგ სხვა რეისით საქართველოში უნდა გამომგზავრებულიყო. რადგან შაბათ-კვირა ემთხვეოდა, დიდი ალბათობით, ვიზის აღება ორშაბათამდე გაიწელებოდა და ცსკა-სთან 8 დეკემბერს დაგეგმილ მატჩსაც გამოტოვებდა.

გუშინ გვიან ღამით სასიხარულო ინფორმაცია შევიტყვეთ: ვიქტორს რუსეთის ვიზა 2017 წლამდე მისცეს, აღარც თბილისში გამოქცევა მოუწევს და არც
ცსკა-სთან მატჩის გამოტოვება. ეს ამბავი გამოცემა "სპორტს" "უნიქსის" ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ასხანოვამ აცნობა.

ასე და ამგვარად, 8 დეკემბერს დიდია ალბათობა, რუსულ გრანდთა დაპირისპირებაში ქართული დუელიც ვიხილოთ - სანიკიძე VS მარკოიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მანუს კოჭის ტრავმა ჰქონდა, რომელიც უკვე მოირჩინა და მის მოედანზე გამოჩენას "უნიქსთანაც" ველით.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ უნიქსელები მანამდე ევროლიგაზე ითამაშებენ - ხუთშაბათს, 4 დეკემბერს, მათი მეტოქე სარდინიის "დინამო სასარი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული