ნიკა ცქიტიშვილის გამორჩეული შედეგი: 41 ქულა და 14 მოხსნა

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილის ზეშედეგიანი თამაში ლიბანის ჩემპიონატში. ქართველმა ფორვარდმა ბეირუთის "ჩემპვილში" დიდებული დებიუტი მოიწყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ქართველი ლეგიონერების ყველა დროის ერთ-ერთი უმაღლესი შედეგი დააფიქსირა, როცა "საგესთან" 93:103 წაგებულ მატჩში 41 (!) ქულა მიითვალა.

ცქიტიშვილმა შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა და არნახული შედეგიანობა გამოავლინა. 213 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა ფორვარდმა მეტოქეს 10-დან 9 ორქულიანი, 6-დან 4 სამიანი და 11-დან 11(!) საჯარიმო ჩაუგდო. 41 ქულასთან ერთად ცქიტიშვილმა ფარიც არავის დაუთო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი - 14 მოხსნა
დააფიქსირა.

41 ქულასა და 14 მოხსნასთან ერთად ცქიტიშვილმა 1 პასი მიითვალა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ნიკამ 1 ჯარიმა მიიღო, მეტოქეები კი აიძულა, მასზე 8-ჯერ დაერღვიათ წესი. საბოლოოდ ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 58 (!) შეადგინა და ძნელად წარმოსადგენია, ამ შედეგს არათუ ამ ტურში, მთლიან სეზონში ვინმემ გადასწონოს.

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ქართველ ფორვარდს გარჯა ვერ დაუფასდა და მისა გუნდმა საბოლოოდ წააგო. გამარჯვებულ საგესელებს 32-32 ქულით დესმონდ პენიგარმა და ტერელ სტოგლინმა ულიდერეს.

ეს გახლდათ ლიბანის ჩემპიონატის პირველი ტური, მეორეში კი "ჩემპვილი" კვლავ სტურად, ამჯერად "ალ რიადთან", 12 დეკემბერს ითამაშებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
naxes ra chempionati
zura
21:02 07-12-2014
0
ვინ გითხრა რო რამე ჭირდა? ეს დებილი კოკოშკოვი გადაეკიდა თორე ეგ ბიჭი საქართველოს ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი კალათბურთელი. ნბა-ში დრაფტზე და დებიუტის დროს ნოვიცკის ადარებდნენ, მაგრამ ნოვიცკი გერმანელია და ამან ვაკელური და გურჯული გამოავლინა და თუ არ გჯერათ წაიკითხეთ მაშინდელი ამერიკული სტატიები. სათანადოდ არ ივარჯიშა. დღესაც ბევრად უკეთეს ფორმაშია, და ბევრად უფრო მეტი შეუძლია ვიდე ნაკრების ნახევარზე მეტს.ეს დებილი კოკოშკოვი როგორ არ იძახებს, მარა ეტყობა ამის სიდებილეს არ აპუება და იმიტო. ამის ნაკრებში არ გამოძახება დანაშაულია.
0

სიახლეები პოპულარული