ზაზა ფაჩულიას 14 ქულა და 8 მოხსნა დალასში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რომელიც "მილუოკი ბაქსის" ღირსებას იცავს, NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სტაბილური მატჩი ჩაატარა.

გასული სეზონის ფონზე, მილუოკელები მიმდინარე ჩემპიონატში წარმატებულად თამაშობენ, თუმცა დალასში მათი დღე არ იყო.

"მავერიქსმა" ფაჩულიას გუნდს ყველა მეოთხედი ბრძოლაში, თუმცა მაინც მოუგო და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით - 125:102 იმარჯვა.

ქართველი ცენტრი, რომელიც წინა მატჩში, "მაიამისთან" სასტარტო ხუთეულში იყო, ამჯერად სათადარიგოთა შორის ვიხილეთ. ზაზამ მოედანზე მთლიანობაში 21 წუთი დაჰყო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მილუოკელებმა გუნდურად ითამაშეს - გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ. ხუთეულის ყველა
წევრმა ზაზა ფაჩულიასთან ერთად საკუთარი მონაგარი 10-დან 20 ქულის ფარგლებში გამოხატა. ყველაზე მეტი - 18 ქულა - გიანის ანტეტოკოუმპომ დააგროვა; შემდეგ იყო ბრენდონ ნაითი (16), ჯაბარი პარკერი (15) და შემდეგ ფაჩულია.

ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 14 ქულასთან ერთად, ზაზამ საკმაოდ ბევრი - 8 მოხსნა დააგროვა, რასაც თითო პასი და ჩაჭრა მოაყოლა.

ფაჩულია 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. რაც შეეხება ტეხასურ გუნდს, დალასელებს ჩანდლერ პერსონსმა ულიდერა 28 ქულით, 21 ქულა კი უბერებელმა დირკ ნოვიცკიმ მიითვალა.

11 მოგებითა და 11 წაგებით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს ინარჩუნებს. შემდეგ მატჩს "ხარირმები" ოკლაჰომა სიტიში 9 დეკემბერს, "სანდერთან" გამართავენ.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული