VTB ლიგამ და Единая Лига ТВ-მ ვიდეორუბრიკა "ერთი-ერთზე"-ს ახალი რგოლი შემოგვთავაზეს: მანუჩარ მარკოიშვილი VS ვიქტორ სანიკიძე.
ლიგაში პრინციპული დაპირისპირებაა ცსკა-"უნიქსი". გუნდების ორი ქართველი, ცსკა-ს მსროლელი მანუჩარ მარკოიშვილი და "უნიქსის" ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.
"მარკოიშვილმა და სანიკიძემ გადაწყვიტეს, კალათბურთის მოედნის გარეთ გაერკვიათ ერთმანეთში, ვინ უკეთესია. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ვირტუალურ დუელში გასამარჯვებლად სპორტული ოსტატობა მთავარი არაა. მთავარია ჭკუა და კალათბურთის ორიგინალური ცოდნა", - წერს საიტი.
მარკოიშვილმა და სანიკიძემ ამოირჩიეს საყვარელი კერძები, რომლებსაც თამაშამდე მიირთმევენ; მათ მოირგეს სუპერგმირების კოსტიუმები; გაიხსენეს, სად გაიმართა ბოლო ზამთრის ოლიმპიადა და ასე შემდეგ.
ვნახოთ, რომელმა ქართველმა იმარჯვა საბოლოოდ.
1. ყველაზე მოსაწყენი ამპლუა კალათბურთში...
მანუჩარ მარკოიშვილი: სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და თამაშის იქიდან ყურება. ერთადერთი, რაც შეგიძლია, ეს ტაშის დაკვრაა.
ვიქტორ სანიკიძე: ალბათ, ცენტრფორვარდი.
2. რომელი ქვეყნის სამზარეულოს არჩევდით თამაშის დღეს?
მ.მ: იტალიურს ვარჩევ, სპაგეტის, რამე მისნაირს და შემწვარ ქათამს.
ვ. ს: იტალიურს - სპაგეტის, მიყვარს სპაგეტი.
3. თამაშში რამდენი აცილებაა თქვენთვის ნორმალური?
მ.მ: მთავარია, მწვრთნელი რამდენი შეცდომის დაშვების უფლებას მომცემს.
ვ.ს: ცოტას. ასე 5-6, ალბათ.
4. რომელია VTB ლიგის ყველაზე "ქართული" გუნდი?
მ.მ: ცსკა, ალბათ, ვთამაშობ ნაკრებსა და ცსკა-ში.
ვ.ს: ალბათ, ცსკა, რადგან მარკოიშვილმა ჩემზე ადრე გააფორმა ხელშეკრულება.
5. რომელი სუპერგმირის კოსტიუმი მოგირგიათ?
მ.მ: მე? ჰმმ... ვულვერენის, ბრჭყალებიანი გმირია, მაგრამ ალბათ, არ არის, ხომ, სუპერგმირი? მაშინ არც მე.
ვ.ს: ბეტმენის.
6. დაასახელეთ საზაფხულო კურორტი, სადაც ზამთრის ოლიმპიადა გაიმართა...
მ.მ: სოჭი, ალბათ, ხომ მართალია? დიახ, სოჭი. არ ვიცი, როგორ გამოუვიდათ, მაგრამ ასე იყო.
ვ.ს: სოჭი.
7. რატომ კამათობთ მწვრთნელთან?
მ.მ: არასოდეს ვაძლევ თავს ამის უფლებას.
ვ.ს: მწვრთნელი ყოველთვის მართალია. ასე რომ, სჯობს, მასთან არ ვიჩხუბო.
8. სუპერლიგის რომელ კლუბში ვნახავთ ფაჩულიას?
მ.მ: ამის შანსი არ არის.
ვ.ს: არც ერთში.
9. რომელი ცეკვა არ არის თქვენი გუნდის მხარდამჭერი გოგონების არსენალში?
მ.მ: ალბათ, ყველას მოეწონებოდა ლეკური. აჭარული? აჭარულს ისინი ვერ შეასრულებენ, ძნელია. გამოცდილება აკლიათ.
ვ.ს: ქართული ცეკვები აკლიათ. აჭარული, მაგალითად.
10. რითია ცუდი ცსკა "უნიქსზე"?
მ.მ: ცსკა "უნიქსზე" ცუდი უბრალოდ ვერ იქნება. ჩვენ უკეთესი ფორმა გვაქვს და ყველაფერი უკეთესია ჩვენთან.
ვ.ს: იმიტომ, რომ ცსკა-ში არ ჰყავთ სანიკიძე.
საბოლოოდ, 26:23 - გაიმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილმა.
16:34 09-12-2014
მარკოიშვილი VS სანიკიძე - რუსეთში ქართველები მოედანს მიღმაც დააპირისპირეს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული