ლუკა ბულაშვილის წარმატებული სეზონი ესპანეთში

AutoSharing Option
ლუკა ბულაშვილი, 16 წლის პერსპექტიული ქართველი კალათბურთელი, რომელმაც გასულ ზაფხულს ესპანელი მწვრთნელის, ხუან ნავაროს მიერ თბილისში მოწყობილ კემპზე თავი გამოიჩინა, ესპანეთის 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში წარმატებით თამაშობს.

ლუკა საშუალოდ მატჩში 24.5 ქულას, 11 მოხსნას და 7 პასს აგროვებს. ბოლო ტურში, რომელიც მისმა გუნდმა "ტორბელინომ" "გრან კანარიასთან" დაძაბულ ბრძოლაში წააგო, ბულაშვილმა 19 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

ბულაშვილი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრია და ესპანეთში მიღებული გამოცდილება მის განვითარებას და მაღალი დონის კალათბურთელად ჩამოყალიბებას დიდად წაადგება.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული