ნოვგოროდელები ვითიბის უძლიერეს ლიგაში ბობოქრობენ და როგორც ჩანს, ევროლიგაშიც წარმატებით დაძლევენ პირველ ეტაპს.
19 დეკემბერს "უნიკსთან" გამარჯვების შემთხვევაში ფაცაციას გუნდი ჯგუფიდან გამსვლელ მეოთხე ადგილს გაინაღდებს.
ამ მომენტისთვის კაუნასის "ჟალგირისს" ნოვგოროდელთა მსგავსად 4 მოგება აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში რუსული კლუბი ჯობს და თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ჯგუფიდან ფაცაციას გუნდი გავა.
ნოვგოროდელებმა
ეს ფაცაციამ და მისმა ნოვგოროდელმა თანაგუნდელებმა მოახერხეს. ლატვიელი აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა გუნდმა "ეფესს" სტამბოლში დაძაბულ მატჩში 65:61 მოუგო და მანამდე თითქმის უიმედოდ მყოფმა ჯგუფიდან გავლის გზა მნიშვნელოვნად გაიკვალა.
ქართველი ფორვარდი მატჩის სასტარტო ხუთეულში იყო. ფაცაციამ ღირსეულად ითამაშა ევროპის უმაღლესი დონის, დიდი მნიშვნელობის მატჩში. მართალია, ის მოედანზე 16:37 წუთს იმყოფებოდა, თუმცა საკუთარ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი და გამარჯვებაშიც საკუთარი წილი დაიდო.
ფაცაციამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, თითო საჯარიმო და სამიანი კი ააცილა. 4 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი არ დაუკარგავს.
ნოვგოროდელთაგან საუკეთესო არტიომ პარახუსკი იყო 8 ქულით, 7 მოხსნით და 4 დაფარებით. ბომბარდირობა კი დიმიტრი ხვოსტოვმა და ტრეი ტომპკინსმა გაიყვეს 14-14 ქულით.
მაშ ასე, "ნიჟნი ნოვგოროდის" ბედი თავად ამ გუნდის მოთამაშეთა ხელშია. თუკი ფაცაციას გუნდი 19 დეკემბერს "უნიკსს" დაამარცხებს, ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.
წყარო: gbf.ge