სამწუხაროდ, ქართველ ფორვარდს დიდხანს არ უთამაშია. სანიკიძე მოედანზე 9:50 წუთს იმყოფებოდა, რა დროშიც 1 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა.
ყაზანელებს 22 ქულით ნიკოს ზისისმა ულიდერა, 18 ქულა კიტ ლანგფორდმა მოაგროვა, ხოლო ვალერი ლიხოდეის ანგარიშზე 16 დაგროვდა.
9 გამარჯვებითა და 1 მარცხით "უნიქსი" ცხრილის მე-3 საფეხურზე იმყოფება. მორიგი მატჩი ყაზანელებს 22 დეკემბერს, სტუმრად "ხიმკისთან"
წყარო: gbf.ge