მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ვითიბი ლიგაზე ვერც მინსკელებმა გაუძლეს

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ისეთ კონდიციებშია, ევროპის წამყვან კლუბებს უჭირთ მისი შეჩერება. რა გასაკვირია, ვითიბი ლიგაზე მინსკის "ცმოკი" დანებებოდა დიდი სხვაობით. საბოლოოდ, 93:72 მოსკოველების სასარგებლოდ.

მანუჩარი სათადარიგო იყო, 19 წუთი ითამაშა და შეხვედრა თითო მოხსნა-პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. მატჩის სნაიპერი მანუს თანაგუნდელი სონი უიმსი გახდა - 23 ქულა.

ცსკა-ს 13 მატჩში 12 მოგება აქვს და ვითიბი ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული