დუდა სანაძის 7 ქულა და მარცხი "გონზაგასთან" მატჩში

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგო" "ვესტ წოუსთის" კონფერენციის მოქმედ ჩემპიონსა და ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ სახელიან გუნდ "გონზაგას" შეხვდა და 12 ქულის სხვაობით - 48:60 წააგო.

სანდიეგოელებმა პირველი ტაიმი 20:35 წააგეს, რის შემდეგაც ვითარების გამოსწორება ვეღარ მოახერხეს. სანაძე, რომელსაც სეზონის დაწყებამდე ფეხის ტრავმა აწუხებდა და ფორმა დღემდე ვერ აღიდგინა, სათადარიგო იყო და მოედანზე 16 წუთით გამოჩნდა.

სანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად ქართველ უკანახაზელს 2 პასი, 1 მოხსნა და 1 დაფარება დაუგროვდა. ამ შედეგით დუდა
სანდიეგოელთაგან მხოლოდ ჯონი დის ჩამორჩა, რომელმაც 34 წუთში 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

1 იანვარს "სან დიეგო" სტუმრად "სან ფრანცისკოს" ეთამაშება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული