ქართველმა ცენტრმა "ინდიანა პეიზერსთან" მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა მისი გუნდი ბრძოლაში, ბოლო წუთებზე დამარცხდა ინდიანელებთან - 91:94.
"მილუოკი" ტრადიციას არ ღალატობს და მოგებას მარცხს უნაცვლებს. წინა შეხვედრაში ფაჩულიას გუნდმა სტუმრად "კლივლენდი" დაამარცხა, შემდეგ კი ცხრილი მასზე 3 საფეხურით დაბლა მყოფ "ინდიანათან" შინ დამარცხდა.
მილუოკელები ბოლო მეოთხედის წინ 68:66 იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მობილიზება მოახერხეს და დაასკვნითი 12-წუთეულის 28:23 მოგებით საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.
ფაჩულია სატარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25
ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ხეირიანად ვერ აუბეს და "ბაქსმა" მიმდინარე სეზონში მე-17 მარცხი განიცადა.
ზაზამ შეუცდომლად ესროლა საჯარიმოები (4-დან 4), ხოლო საშუალო დისტანციიდან 10-დან 4 ტყორცნა ჩააგდო. ფაჩულიას ოპონენტმა, ინდიანელთა ცენტრმა როი ჰიბერტმა 18 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა არა პასით, არა ჩაჭრით, არა დაფერებითა და 3 დაკარგვით.
ზაზას დარად ორმაგი დუბლი - 14 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ჯონ ჰენსონს, ხოლო ბომბარდირი ტრადიციულად ბრენდონ ნაითი გახდა 21 ქულით, რასაც 7 პასიც მოაყოლა.
17-17 მოგებ-წაგებით "მილუოკი" აღმოსავლეთში ისევ მე-6 ადგილზეა. 4 იანვარს ფაჩულიას გუნდი "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიუ იორკს" ეთამაშება.
წყარო: www.gbf.ge