ვიტორიელებმა "ფუენლაბრადას" უმასპინძლეს და 2 დღის წინ ევროლიგაში "ეფესთან" დასანანი მარცხის გამო ჯავრი იყარეს. შენგელიას გუნდმა მეტოქე 35 ქულის სხვაობით - 94:59 დაამარცხა.
ქართველი ლეგიონერი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (13), თორნიკე ვიტორიელთაგან მხოლოდ კიმ ტილს (22) და დევის ბერტანსს (20) ჩამორჩა.
შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:25 წუთით იმყოფებოდა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. კიმ ტილიმ ვიტორიელებს
მიმდინარე ჩემპიონატში ეს ვიტორიელთა მე-7 გამარჯვება იყო და 8 მარცხის წილ ეს შედეგი 18-გუნდიან პრიმერადივიზიონში მე-10 ადგილის ტოლფასია, რომელსაც შენგელიას გუნდი "მონბუსთან" იყოფს.
მომდევნო ტურში, 11 იანვარს, ვიტორიელები მადრიდში, "რეალს" დაუპირისპირდებიან.
წყარო: gbf.ge