ზაზა ფაჩულია ორმაგი დუბლის ზღვარზე - "მილუოკიმ" მე-5 ადგილზე აინაცვლა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა მორიგი გამაჯვება მოიპოვა და ხანგრძლივი დევნის პოცესი, რომელსაც "მილუოკი" "კლივლენდის" მისამათით ახოციელებდა, დასრულდა. თვეზე მეტია, მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იყვნენ და მათ წინ "კლივლენდი" იყო.

10 იანვარს, გამთენიისას, ფაჩულიას გუნდმა "მინესოტა" 98:84 დაამარცხა, "კლივლენდი" კი "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა და დევნა დასრულდა.

20 მოგებითა და 18 მარცხით მილუოკელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 საფეხურზე გადაინაცვლეს, მე-6-ზე ჩამოქვეითებულ კლივლენდელებს კი 19 მოგება და 18 მარცხი აქვთ. ფაჩულიას გუნდის მიზანი ამ ადგილის განმტკიცება და ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურებაა, ცხრილის პირველ
ოთხ გუნდს ხომ პლეი ოფში მოედნის უპირატესობა ექნებათ.

თუმცა, ფაჩულიას გუნდს კიდევ უფრო დაწინაურება გაუჭირდება, რადგან მე-4-ზე მყოფ "ჩიკაგოს" 25 მოგება და 12 მარცხი აქვს. "ბაქსს" მომავალ მატჩშივე ეძლევა შანსი, პირადად შეუმციროს ჩამორჩენა კონკურენტს - "მილუოკი" ჩიკაგოში სწორედ "ბულსს" ეთამაშება.

"მინესოტასთან" მატჩში კი ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ზაზამ 24 წუთი ითამაშა და 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. მისმა მონაგარმა კი მთლიანობაში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა. ფაჩულიამ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

მილუოკელთა ბომბარდირს ბრენდონ ნაითს 14 ქულა ჰქონდა. 12-12 ქულა ჯონ ჰენსონმა და ოჯეი მაიომ დააგროვეს. დამარცხებულთაგან 20 ქულით ენდრიუ უიგინსი გამოირჩა, თადეუს იანგს და შაბაზ მუჰამედს კი 12-12 დაუგროვდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ხარ ზაზა მიდი მიაწექი უდიდესი კალატბურტელი წარმატებები ზაზი კალატბურტს უდა მიქცეს დიდი ყურადხება საქარტველოში დზალიან ნიჩჰიერი ახალ გაზრდები გვყავს და ისინიც დადგებიან ზაზას კვალს ზაზი გენაცვალეეეეეეეეე მაგარი კალათბურტელი ხარ სი გიჩქუ ზაზა გერ ქოჩი წარმატებები
მეგრელი
18:37 10-01-2015
0
მიდი ზაზა მეტი ყურადღება ქართულ კალათბურთს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული