დუდა სანაძეს კვლავ ტრავმა აქვს

AutoSharing Option
დუდა სანაძის გუნდი "ვესთ ქოუსთის" კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "პეპერდაინთან" დამარცხდა.

ქართველი უკანახაზელი სანდიეგოელებს ვერ დაეხმარა - მას ისევ ტრავმა აწუხებს და პეპერდაინელებთან მხოლოდ 10 წუთს, ისიც უშედეგოდ ითამაშა.

თუკი აქამდე დუდას ფეხის ტრავმა აწუხებდა, ახლა გვერდი სტკივა, რომელიც 2 მატჩის წინ დაიშავა:

"ტრავმების გამო ამ სეზონში ფორმაში ვერ ჩავდექი. ხან რა მაწუხებს და ხან რა - გვითხრა სანაძემ - ფეხის ტრავმა, რომელიც ჩემპიონატის დაწყებიდან მაწუხებდა და ამის გამო ხუთეულში ადგილი დავკარგე, როგორც იქნა, მოვირჩინე, მაგრამ ახლა გვერდი მაწუხებს, რომელიც 2
მატჩის წინ თამაშისას დავიშავე და დალურჯებამ დღემდე არ გამიარა".

სანაძემ "პეპერდაინთან" 10 წუთი ითამაშა, მაგრამ უფორმოდ მყოფი შედეგიანობით ვერ გამოირჩა.

დუდამ 2 ორქულინი და ამდენივე სამიანი ააცილა და შეხვედრა 2 მოხსნითა და 2 დაფარებით დაასრულა. ვერც ერთმა სანდიეგოელმა 10-ქულიან ზღვარს ვერ მიაღწია და "ტორეროსი" "პეპერდაინთან" 47:59 დამარცხდა.

2 მოგებითა და 4 მარცხით "სან დიეგო ტორეროსი" "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 15 იანვარს, სტუმრად "სეინთ მერისთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული