ნიკოლოზ ცქიტიშვილმა "ჩამპვილს" ჩემპიონატში მესამე მატჩი მოაგებინა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე. იგი "ჩამპვილს" "მუტაჰედის" ძლევაში დაეხმარა. თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გადამწყვეტი კი ბოლო წუთები გამოდგა, როცა მასპინძელმა ჩამპვილელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და 88:81 იმარჯვეს.

აი, რა წერია ნიკას შესახებ "აზიაბასკეტის" მიმოხილვაში: "ჩამპვილმა" 22-დან 19 საჯარიმო ჩააგდო. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ მძიმე ფორვარდ ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რომელმაც 9-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. მისი კარგი გარჯა ბეირუთელთა გამარჯვების საწინდარი გახდა".

იქვე მოყვანილია ნიკას სტატისტიკური მონაცემები: 38 წუთი, 20 ქულა (9/4 ორქულიანი, 4/1
სამიანი, 9/9 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება, 5 შეცდომა, 2 ფოლი. ასევე 20 ქულა მოაგროვა "ჩამპვილის" სათადარიგო ბასელ ბავჯიმ.

ჩამპვილელები 7 ტურის შემდეგ 3 მოგებით ლიბანის პირველობაზე მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ "ტადამონთან". "სკიტას" თანაგუნდელებს მომდევნო მატჩი 23 იანვარს ელით. მათი მეტოქე "საგესი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული