მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ევროლიგაზე წაუგებლად ასპარეზობს

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ევროლიგაში წაუგებელ სვლას აგრძელებს.

მოსკოველებმა ტოპ-16-ის მე-3 ტურში სტამბულში "ეფესთან" დიდი ბრძოლა გადაიტანეს, რომელიც ბოლო წუთებზე გატეხეს და საბოლოოდ 78:69 იმარჯვეს.

სამწუხაროდ, ამ წარმატებაში ქართველი უკანახაზელის წვლილი მცირეა. მარკოიშვილმა მოედანზე 3:28 წუთი გაატარა და სტატისტიკური მაჩვენებლები, გარდა 2 ჯარიმისა, არ ჰქონია.

3-დან 3 მოგებით ცსკა F ჯგუფში პირველ ადგილზეა. 22 იანვარს მოსკოველები ესპანურ "უნიკახას" უმასპინძლებენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული