შეხვედრა შენგელიას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში - 81:74 მოიგო, რომლისთვისაც ეს ტოპ-16-ში პირველი გამარჯვებაა.
ესპანური გუნდის წარმატების სულისჩამდგმელი ქართველი ფორვარდი გახლდათ, რომელსაც ლაბორალელთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში, მთლიანობაში 27:21 წუთი ითამაშა. მასპინძელთაგან მასზე მეტ ხანს მოედანზე მხოლოდ ფაბიენ კასერი (28:26 წუთი) იმყოფებოდა.
თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა და ამ მხრივ მის შემდეგ მასპინძელთაგან მაიკ ჯეიმსი მოდის, რომელმაც 18 ერთეული კოეფიციენტი 14 ქულით, 5 მოხსნით და 2 პასით შეაგროვა. ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა კოლტონ აივერსონმა, ნოვგოოდელთაგან კი 24 ქულით საუკეთესო ტეილორ როჩესტი გახდა.
ფაცაცია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 17:57 წუთი გაატარა, რაც ევროლიგაში მისთვის საუკეთესო შედეგია. სამწუხაროდ, ფაცაცია სტატისტიკით დიდად ვერ გამოირჩა - 1 სამიანი ააცილა და მოედანი 2 მოხსნით დატოვა.
ორივე გუნდს თითო მოგება და 2 მარცხი აქვს და ჯგუფში V-VI ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 23 იანვარს პირეოსში, "ოლიმპიაკოსთან" ჩაატარებს. ხოლო "ნიჟნი ნოვგოროდი" ამავე დღეს სტამბოლის "ეფესს" უმასპინძლებს.
წყარო: www.gbf.ge