მანუჩარ მარკოიშვილის 3 ქულა და ცსკა-ს მორიგი გამარჯვება ევროლიგაზე

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგაზე ესპანურ "უნიკახას" უმასპინძლა და დიდი სხვაობით - 101:74 დაამარცხა.

ეს გახლდათ ცსკა-ს მე-14 მატჩი მიმდინარე ევროლიგაზე. მოსკოველებს წაგების გემო ჯერ არ უგემიათ.

28 ქულით მატჩის სნაიპერი ცსკა-ს ფრანგი უკანახაზელი ნანდო დე კოლო გახდა, 13-13 ქულა მილოშ ტეოდოშიჩმა, დემეტრის ნიკოლსმა და საშა კაუნმა მიითვალეს. მილოშმა 22 იანვარს ევროლიგის ტოპ-16-ში პასების რეკორდი გაიფორმა - 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მარკოიშვილმა 9 წუთი ითამაშა, 3 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. მანუმ თითო ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა და ყველა ჩააგდო.

"უნიკახას"
ბომბარდირი, 11 ქულით უილიამ ტომასი გახდა, რომელიც სამიოდე წლის წინათ ქართული "არმიას" ღირსებას იცავდა.

23 იანვარს ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" ესტუმრება, ხოლო ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდი" თურქულ "ეფესს" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული