თორნიკე შენგელიას 10 ქულა "ლაბორალს" "ოლიმპიაკოსთან" გასამარჯვებლად არ ეყო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას გუნდს ძალები არ ეყო საიმისოდ, რომ ევროლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კერკეტი გუნდი სტუმრად დაემარცხებნა. ესპანურმა "ლაბორალ კუჩამ" პირეოსში, "ოლიმპიაკოსს" პირველი ტაიმი 37:28 მოუგო, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებამდე მაინც ვერ მივიდა.

ბერძნულმა გრანდმა მეორე ტაიმი 48:27 მოიგო და გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ - 76:64.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ჯამში 18:05 წუთი გაატარა. თორნიკე იყო სტუმართა გუნდის იმ ორ კალათბურთელს შორის, რომელთა ქულების მონაგარიც ორციფრიანი რიცხვით გამოიხატა. ვიტორიელთაგან 12 ქულით ბომბარდირი დარიუს ადამსი გახდა, ხოლო შენგელიამ 10 ქულა მიითვალა.

ქართველმა
კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4-ივე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 10 ქულასთან ერთად შენგელიას 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაც დაუგროვდა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა.

ესპანურმა გუნდმა ვერ მოახერხა "ოლიმპიაკოსის" ლიდერის, ვასილის სპანულისის შეჩერება. ვეტერანმა სუპერვარსკვლავმა 27 ქულა და 6 პასი მიითვალა და მატჩის ბედის გადაწყვეტაში საკუთარი წვლილი ფასდაუდებელი გახადა.

მორიგ მატჩს შენგელიას გუნდი 29 იანვარს შინ "ემპორიო არმანისთან" გამართავს.

Sportall.Ge

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ფარჩაკი გუნდია ეს კუჩაა თუ კახა ლაბორალი
luka_
13:24 24-01-2015
0

სიახლეები პოპულარული