ფაჩულიას შედეგიანი გარჯა სან ანტონიოში და ბოლო წუთებზე წაგებული მატჩი

AutoSharing Option
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ზაზა ფაჩულიას გუნდი იოლად არავის არაფერს უთმობს და თუ აგებს, ბრძოლაში.

"მილუოკი" სან ანტონიოში მოქმედ ჩემპიონ "სფურსს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 95:101 დამარცხდა.

მილუოკელებმა პირველი მეოთხედიც მოიგეს, მეორეც და დიდი შესვენებისთვის 55:47-ით ლიდერობდნენ. მასპინძლებმა მეორე ტაიმში თამაში გამოაკეთეს, თუმცა ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო, ვინ გაიმარჯვებდა.

თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "სან ანტონიოს" უპირატესობა 2 ქულამდე (95:93) შემცირდა, თუმცა გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მოახერხა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე დამარცხების თავიდან არიდება.

ქართველმა ცენტრმა, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში
ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა.

ფაჩულიამ 11-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მოაგროვა და ამას 6 მოხსნა, 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება ისე მოაყოლა, ბურთი არ დაუკარგავს.

ფაჩულია მოედანზე იყო ბოლო წუთებში და საჭირო პასიც გასცა, მაგრამ მოქმედი ჩემპიონების დამარცხება მაინც ვერ მოხერხდა.

მილუოკელთაგან ბომბარდირი 21 ქულით კრის მიდლტონი გახდა, რომლის შემდეგაც ყველაზე მეტი, 15 ქულა ჯარიდ ბეილისიმ მოაგროვა. "სან ანტონიოში" საუკეთესო კაუვი ლეონარდი გახდა 19 ქულა-14 პასით, ტიმ დანკანმა კი 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

22 მოგებითა და ამდენივე მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მორიგ მატჩს 27 იანვარს მაიამიში გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული