ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" "მაიამი ჰიტი" დაამარცხა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსმა" მორიგი გასვლითი მატჩი მოიგო.

"ხარირმები" მაიამიში "ჰიტს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 109:102 გაიმარჯვეს. შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც ანგარიში თანაბარი - 82:82 იყო.

ქართველმა ცენტრმა, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა, წინა მატჩებისგან განსხვავებით, გამორჩეული სტატისტიკა არ ჰქონია. ზაზა უფრო დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული და "მილუოკიმ" რომ გაიმარჯვა, მისი დამსახურება საკმაოდ დიდია.

ფაჩულიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა და 5-
დან 1 ორქულიანთან ერთად, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ზაზამ მთლიანობაში 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა. 17-17 ქულა ჰქონდათ ბრენდონ ნაითს და კრის მიდლტონს, საუკეთესოდ დასახელებულმა ჯარიდ ბეილისიმ კი 15 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა.

23 მოგებითა და 22 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე მყარად არიან და ახლო პერსპექტივაში არც დაქვეითება ემუქრებათ და არც აღზევება. შემდეგი მატჩი "ბაქსს" კვლავ ფლორიდაში, შტატის მეორე გუნდ "ორლანდო მეჯიქთან", 29 იანვარს ელის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული