მილუოკელებმა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, 32 მოგების მქონე "პორტლენდს" უმასპინძლეს და დამაჯერებლად - 95:87 მოუგეს.
ტრავმირებული ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში გამწესებულმა ჯონ ჰენსონმა 14 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო საუკეთესო ჯარედ დადლი გახლდათ 18 ქულით. ოჯეი მაიო მილუოკელებს 17 ქულითა და 7 მოხსნით შეეწია.
25 მოგებითა და 22 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 საფეხურზე მყარადაა გამაგრებული და მეზობლებთან ისეთი სხვაობითაა დაშორებული, ახლო მომავალში ვერც ზევით ავა და არც დაქვეითდება.
მომავალი
წყარო: gbf.ge