"ჩემპვილის" ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც 1 თვის წინ 41 ქულა დააგროვა, ეს შედეგი მთელი 11 ქულით გააუმჯობესა. მისი გუნდი ლიბანის ჩემპიონატის მე-8 ტურის გამოტოვებულ მატჩში გათამაშების ლიდერ "საგესს" შეხვდა და 2-ოვერტაიმიად, დაძაბულ მატჩში 138:130 დაამარცხა.
ჩემპვილელთა ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად - 50 წუთი ითამაშა და 52 ქულა, 22 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ცქიტიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტიც ფანტასტიკური იყო და 73 ერთეული შეადგინა. ესეთი შედეგი არათუ მიმდინარე სეზონში, წლებია, ლიბანის ჩემპიონატში არ
52 ქულა ცქიტიშვილმა შემდეგნაირად მოაგროვა: 19-დან 18 ორქულიანი(!), 10-დან 4 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
ცქიტიშვილზე მეტი - 74 ქულა ჩააგდო "საგესის" ამერიკელმა ლეგიონერმა ტერელ სტოგლინმა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით ქართველს ვერ აჯობა. სტოგლინის გამაერთიანებელმა შედეგმა 67 ერთეული შეადგინა, რადგან მას სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები არ ჰქონდა ცქიტიშვილის დარად ბევრი და ჩაგდებული სროლებიც პროცენტულობაც გაცილებით დაბალი ჰქონდა.
4 მოგებით და ამდენივე მარცხით "ჩემპვილი" მე-4 ადგილზე გადავიდა, ხოლო "საგესი" 7 მოგებითა და 2 წაგებით მეორე ადგილზე დაქვეითდა. ცქიტიშვილის გუნდი მორიგ მატჩს 7 თებერვალს, სტუმრად "ჰომენემთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge