ტურნირის მეორე ეტაპზე, საიდანაც პლეი ოფში ჯგუფის 8 გუნდიდან 4 საუკეთესო გადის, ვიტორიელებმა ერთერთ კონკურენტთან მატჩი სტუმრად 1 ქულით - 90:91 დათმეს.
"ლაბორლ კუჩამ", მიუხედავად იმისსა, რომ მესამე მეოთხედის შუაწელში 15 ქულით ჩამორჩებოდა, ანგარიშში დაწინაურება შეძლო. შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე ვიტორიელები 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო წამებზე მაპინძლებმა მეტი მობილიზება გამოიჩინეს, ფორტუნამაც გაუმართლათ და გ
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 14:19 წუთით გამოჩნდა. დროის ამ რაოდენობის კვალობაზე შენგელია საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 11 ქულასთან ერთად თორნიკეს 2 მოხსნა ჰქონდა.
ვიტორიელთაგან გამორჩეულად ბევრი ქულა არავის ჩაუგდია. 15 ქულით ბომბარდირი ფერნანდო სან ემეტერიო გახდა, 14-14 ქულა დავის ბერტანსმა და მაიკ ჯეიმსმა დაგროვეს. ფენერბაჰჩეში კი საუკეთესო ნემანია ბიელიცა გახლდათ, რომელმაც 14 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.
სტამბოლელთა რიგებში არ უთამაშია ქართული პასპორტის მქონე ტრავმირებულ რიკი ჰიკმანს,, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე, სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურა უნდა მოირგოს.
* * *
ამავე ჯგუფში მარცხი განიცადა ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმ", რომელმაც მალაგაში, "უნიკახასთან" 76:85 წააგო. ფაცაციამ 9 წუთი ითამაშა და 5 სროლა, 3 სამიანი და 2 ორიანი ააცილა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ერთადერთი მოხსნა დაგროვდა.
მორიგ ტურში, 12 თებერვალს, "ნიჟნი ნოვგოროდი" "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს, ხოლო შენგელიას გუნდი შინ "უნიკახას" მიიღებს.
მომზადებულია www.gbf.ge-ს მიხედვით
"ლაბორალ კუჩამ" სტამბოლში, ევროლიგის მატჩში "ფენერბაჰჩესთან" მეტად საჭირო გამარჯვება ვერ მოიპოვა