ვითიბი ლიგაზე სამი ქართველის გუნდიდან მხოლოდ ერთმა იმარჯვა

AutoSharing Option
8 თებერვალს ვითიბი ლიგაზე სამი ქართველიდან მხოლოდ ერთმა ითამაშა: მანუჩარ მარკოიშვილმა პოდმოსკოვიეში სტუმრად გამართულ მატჩში 22 წუთი ითამაშა, 5 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მანუს ცსკა-მ კი "ხიმკისთან" 104:107 დათმო.

ასევე დამარცხდა ვიქტორ სანიკიძის "უნიკსი" - ყუბანში "ლოკომოტივთან", 72:74. ქართველ ფორვარდს ტრავმის გამო არ უთამაშია.

სარატოვში "ავტოდორთან" მატჩში მოედანზე არ გამოჩენილა "ნიჟნი ნოვგოროდის" ქართველი უკანახაზელი ლევან ფაცაცია. ნოვგოროდელებმა სტუმრად 93:88 იმარჯვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული